უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
ვინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს, ის არის საქართველოზე ტყვიის მსროლელი, ვინც მას დააფინანსებს - ქვეყნის მტერი - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ იმის გამო, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.
ნათელაშვილის მტკიცებით, ზურაბიშვილი კრემლის აგენტია.
„ვაი-ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაგვახარა და როგორც მოსალოდნელი იყო, გახსნა უკანასკნელი სამაშველო რგოლი კრემლის კანდიდატურის, სალომე ზურაბიშვილის სახით - პრინციპით, ჩემი არ არის, მაგრამ სრულიად ჩემია.
მმართველი პარტია მხარს უჭერს პერსონას, რომლის წიგნი მოსკოვმა წარადგინა მტკიცებულებად საერთაშორისო სასამართლოებში, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კანონიერად ჩამოსცილდა საქართველოს და ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.
შესაბამისად, დღეს უკვე წყდება არა პრეზიდენტის არჩევის საკითხი, არამედ ეს არის რეფერენდუმი, ქვეყნის სახელმწიფოს, ხალხის, ერთიანობაზე, აფხაზეთის დაბრუნებაზე, ცხინვალის დაბრუნებაზე.
ვინც ამ სუბიექტს მისცემს ხმას, ის არის საქართველოზე ტყვიის მსროლელი, ვინც მას დააფინანსებს, ის არის ქვეყნის მტერი, ხოლო აქტივისტი, მისი მხარდამჭერი არის საქართველოს შადიმანი“,- განაცხადა ნათელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




