უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კაი კაარელსონთან.
ოფიციალური ცნობით, ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ელჩს, ესტონეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩს გააცნო აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხებზე. სახელმწიფო მინისტრმა ესტონეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. ვიქტორ დოლიძემ განიხილა 2017 წელს ნატოს სტრუქტურებთან თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებები და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებს და 2017 წელს ესტონეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტულობას.
ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12