უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 ოქტომბერი, 2018 11:10
font-size

ვთავაზობ სცენარისტებს უფასოდ, რომ ამის შემდეგ „ნოვიჩოკით“ ან გაურკვევლი ნივთიერებით მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში - ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებსა და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებზე საუბრისას თქვა, რომ ეს ყველაფერი „რუსთავი 2“-ის მიერ დადგმული სერიალია.

„როგორც ველოდებოდით, სერიალში, რომელსაც „რუსთავი 2“ წარმოგვიდგენს, გამოჩნდა სამართლიანობისათვის მებრძოლი, ტანჯული, ხალხზე მზრუნველი გმირი და გარკვეულად შეიკრა წრე, სულთამხუთავ ბოროტმოქმედთან მებრძოლთა წრე, ეს არის სააკაშვილი, ოქუაშვილი, „რუსთავი 2“, ნაციონალური მოძრაობა და მე ვთავაზობ სცენარისტებს უფასოდ, რომ ამის შემდეგ „ნოვიჩოკით“ ან გაურკვევლი ნივთიერებით მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში, მოთავსებული იყოს საავადმყოფოში კომაში და 27 ოქტომბერს აღდგეს და გვამცვნონ, რომ მოდის და უერთდება გრიგოლ ვაშაძეს გაყალბების წინააღმდეგ. ეს არის მთელი ამისი ავან-ჩავანი“, -განაცხადა დეპუტატმა.

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ირაკლი ფარცხალაძისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის არის ფოტო და აუდიომასალები.

მისივე ნაამბობიდან ირკვევა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანობის აღდგენის” ნაცვლად ბიზნესსფეროზე რეკეტი გააძლიერა, რაშიც ივანიშვილი ყოფილ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს აქტიურად იყენებს.

ბიზნესმენის თქმით, 2012 წლის შემდეგ მან სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა მისი საქმიანობის სუსტი მხარეები მაშინდელმა ბიზნესომბუდსმენმა და ყოფილმა პროკურორმა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიყენეს.

ოქუაშვილის მტკიცებით, ოლიგარქი ფარცხალაძისა დაა გახარიას დახმარებით მას ბიზნესის შენარჩუნების ხარჯზე ე.წ. ”ატკატებს” ითხოვდა.

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში - თეა წულუკიანი

27 მაისი, 2020 , 10:55

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა, - ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო გამწ

ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული, ეს ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია - დავით ჭიჭინაძე

26 მაისი, 2020 , 17:53

ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია - ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები - ანრი ოხანაშვილი

25 მაისი, 2020 , 15:17

საინტერესოა, რას ეტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია

22 მაისი, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის თუ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. გეგელიას განცხადებით, ევროპარ

ნატო ჩხეიძე: კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს

22 მაისი, 2020 , 14:17

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას: „ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „სერიი

დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს კომპლიმენტისთვის - გიგა ბოკერია

21 მაისი, 2020 , 17:13

„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობია ნომერ პირველი გოიმი იყო,“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“