უკან

პოლიტიკა

10 მაისი, 2024 18:23
font-size

„ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის“ - ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილი არ შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ, არ შეხვდება. მიზეზად პაპუაშვილმა ორშაბათს და სამშაბათს დაგეგმილი მესამე მოსმენის განხილვები დაასახელა და ისიც თქვა, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ურჩია, ვიზიტისთვის სხვა დრო შეერჩიათ.

პაპუაშვილის თქმით, მათ პარლამენტის თავმჯდომარის რჩევა არ გაითვალისწინეს.

„რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტის, მათ შორის, სურვილი იყო ჩემთან შეხვედრის. მათ ვუთხარი, რომ კარგი დრო არ იყო ვიზიტისთვის.

ვინაიდან 13-14 მაისს, ორშაბათს და სამშაბათს იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა, მაინცდამაინც კარგი დრო არ არის, საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, განხილვების შემდეგ ყოფილიყო. მზად ვართ, ნებისმიერი განხილვისთვის და ვაფასებთ, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ და აპირებენ ჩამოსვლას, იქიდან გამომდინარე, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება ძალადობრივი ქმედებების გეგმები, მათი ვიზიტი შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენოს, როგორც წამახალისებელი რადიკალური ქმედებებისთვის. ამიტომ, მათ ვუთხარი, ესეც მხედველობაში მიიღონ, რადგან ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შესაძლოა, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე. მე ვერ შევხვდები, რადგან ორშაბათი-სამშაბათი არის საკითხების განხილვა. მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვისთვისაც, თუ ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. სამწუხაროდ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებისთვის კონგრესმენი ვილსონი კანონპროექტს წარადგენს

20 მაისი, 2024 , 17:17

კონგრესმენი ჯო უილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს, მათ მიერ რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. როგორც გამოცემა Politico თავის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით წერს, დოკუმენტი

ხვალ სამხატვრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტების მარში გაიმართება

20 მაისი, 2024 , 16:49

21 მაისს, 10:00 საათზე სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავენ. ისინი რუსთაველის მეტროდან სამივე უნივერსიტეტის გავლით კულტურის სამინი

ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა-სალომე ზურაბიშვილი

20 მაისი, 2024 , 15:03

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესაუბრა ესტონელ კოლეგას, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ამ თემაზე მან პოსტი X-ზე გამოაქვე

პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას არ ექვემდებარება - თინა ბოკუჩავა

20 მაისი, 2024 , 14:36

პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას და მოდიფიკაციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

20 მაისი, 2024 , 14:23

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრისას მხარდაჭერა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის მიმართ მხოლოდ ორმა ოპოზიც

საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა - თეა წულუკიანი

20 მაისი, 2024 , 14:09

საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი შენიშვნა არ არის, ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, განზრახ დახურა დიალოგის ყველანაირი შესაძლებლობა, -ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი