უკან

პოლიტიკა

30 ივლისი, 2018 12:55
font-size

ზაალ უდუმაშვილი მოუწოდებს პრეზიდენტს, დროულად გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის „გაჭიანურება მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის“.

უდუმაშვილმა მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს , რომ მან დროულად გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, რაც არჩევნებში მონაწილე ყველა ფიგურანტს წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ დროულად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი და არ იყოს ის დამოკიდებული იმაზე, თუ თავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს - დააყენებს თუ არა კანდიდატურას ან რას ურჩევს მას „ქართული ოცნება“, რომ მიეცეს ყველას, ნორმალურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში, განსაკუთრებითი კი ოპოზიციას“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველ პარტიაში განხეთქილებაა, რასაც მოწმობს ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ.

„დღეს „ქართული ოცნება“ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, იმიტომ, რომ დღემდე ვერ გადაწყვიტა, ეყოლება თუ არა საკუთარი კანდიდატი. ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით, „ქართულ ოცნებაში“ არის სერიოზული განხეთქილება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

დღემდე უცნობია, დააყენებს თუ არა „ქართული ოცნება“ თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე უნდა დაასახელოს არჩევნების თარიღი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა