უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2018 15:50
font-size

ზაზა სარალიძე ხვალ პარლამენტში შს მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრებას აპირებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხვალ პარლამენტში შს მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრებას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ის ეცდება, მოხვდეს პარლამენტში და პირადად მოისმინოს შს მინისტრის მიმართ დასმული კითხვები და პასუხები.

„მთავარი კითხვა რაც მაქვს, არის ის, თუ რატომ აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს. ამასთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ბატონ გახარიასთან და კიდევ უფრო მეტი კითხვა ბატონ თადუმაძესთან, რომელთანაც გაგზავნილი მაქვს შეტყობინება, რომ შემხვდეს, თუმცა მემალება. ხვალ შს მინისტრი მიდის პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თავად დავესწრო ამ სხდომას. ვეცდები, რომ პარლამენტში მოვხვდე და პირადად მოვუსმინო დასმულ კითხვებსა და პასუხებს",- განაცხადა სარალიძემ.

შს მინისტრი ხვალ პარლამენტში რეგლამენტის იმ პროცედურით მიდის, რომლის მიხედვით, მინისტრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს.

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში

19 დეკემბერი, 2025 , 20:48

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ამის შესახებ ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის­ შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშშია ნათქვამი. ევროკომისია ასკვნის, რომ "საქართვ

სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

19 დეკემბერი, 2025 , 17:13

22 დეკემბერს ვასრულებ კორეაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე საქმიანობას. მიზეზები და გარემოებები, აღარცაა საინტერესო, ვემზადები ახალი თავგადასავლებისთვის, - ამის შესახებ სამხრეთ კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

19 დეკემბერი, 2025 , 09:02

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. „ზურაბ

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

18 დეკემბერი, 2025 , 15:27

მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა „სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და ს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი

18 დეკემბერი, 2025 , 15:15

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებთ მიჰყავს, ეს არ არის ევროკაშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენი ძლიერი მესიჯი ქართველი ხალხი

ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი

18 დეკემბერი, 2025 , 14:21

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგული ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის