პოლიტიკა
ზაზა სარალიძემ პრემიერს 10 ივნისამდე დრო მისცა „კონკრეტული ნაბიჯების“ გადასადგმელად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულდა. მოლაპარაკებებიდან გამოსულმა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერს 10 ივნისამდე ვადა მისცა, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას საქმის გამოძიების პროცესში.
მისივე ინფორმაციით, დათქმულ ვადამდე საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
„10 რიცხვამდე თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, მე იმავე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც იყო მკვლელი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, რომელმა გამომძიებელმა რა დანაშაული ჩაიდინა, რომელმა პროკურორმა რა დანაშაული ჩაიდინა, ვინ ფარველობდა ამ პროკურორებს, ვინ ფარველობდა გენერალურ პროკურორს - აბსოლუტურად ყველა.
თუ 10 რიცხვამდე არ იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, იმავე პოზიციაზე ვრჩები, მე სახლში წასვლას არ ვაპირებ.
აქციები პარალელუარდ გაგრძელდება.
პრემიერმა საბოლოო ის მითხრა, მე გადავდგები თუ არ გადავდგები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ კონკრეტული მოთხოვნები ჩვენ უკვე წაყენებული გვაქვს გადადგომასთან დაკავშირებით“, -განუცხადა სარალიძემ ჟურნალისტებს.
მან განაცხადა, რომ უნდა დააკავონ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, ასევე სავარაუდო ეჭვმიტანილი მიხეილ კალანდია და ყველა ის პირი, ვინც მტკიცებულებების გაყალბებასა და ფალსიფიცირებაში მონაწილეობდა.
ზაზა სარალიძის გარდა პრემიერთან შეხვედრას ესწრებოდნენ მისი მეუღლე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და შს მინისტრი გიორგი გახარია.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

