უკან

მსოფლიო

15 ნოემბერი, 2017 14:25
font-size

ზიმბაბვეში სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი და მისი ოჯახი მძევლად აიყვანეს

დღეს ღამით ზიმბაბვეში სამხედროებმა სახელმწიფო ტელეკომპანია ZBC-ში შეიჭრნენ, რომლის ეთერში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, 93 წლის რობერტ მუგაბე მძევლად აიყვანეს.

სამხედროების განცხადებით, მუგაბესა და მის ახლობლებს არაფერი არ ემუქრებათ.

„ჩვენ გვინდა, დავარწმუნოთ ნაცია, რომ მისი უმაღლესობა პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან და მათი უსაფრთხოება გარანტირებულია“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა მოიომ ტელეკომპანიის ეთერში.

მათ აღნიშნეს, რომ მომხდარი ფაქტი სამხედრო გადატრიალებას არ წარმოადგენს.

ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში სროლისა და აფეთქების ხმები ისმოდა.

სამთავრობო პარტიის „ზიმბაბვეს აფრიკულ ნაციონალური კავშირი- პატრიოტული ფრონტი“ შეფასებით, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო „ნაციის გაჯანსაღებისთვის“.

„არც ზიმბაბვე, არც პარტია არ ეკუთვნის არც მუგაბეს, არც მის ცოლს. დღეს ახალი ერა იწყება“, - წერია პარტიის განცხადებაში.

სიტუაცია ზიმბაბვეში წინა კვირას გაუარესდა, როცა მუგაბემ გაათავისუფლა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა. მნანგაგვას პრეზიდენტის სავარაუდო შემცვლელად მიიჩნეოდა, თუმცა მუგაბემ არჩევანი საკუთარი ცოლის, გრეისის სასარგებლოდ გააკეთა.

რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს 1980 წლიდან ხელმძღვანელობს.

ანა მებურიშვილი

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლე

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი

9 ოქტომბერი, 2025 , 08:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანა