უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ზოგად უნარებში ბარიერი 13%-მა ვერ გადალახა
2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია. დღესვე გასაჯაროვდება სტატისტიკური ანალიზი.
წელს 38 ათასი აბიტურიენტიდან ბარიერი ზოგად უნარებში 13%-მა ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა ზოგად უნარებში მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო. აბიტურიენტებს შეუძლიათ თავიანთი ნაშრომები ნახონ და სწორ პასუხებს შეადარონ. საჭიროების შემთხვევაში კი, სააპელაციო განაცხადი შეავსონ.
ამასთან, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
აბიტურიენტებს ქულების ნახვა შეუძლიათ როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებით.
ვებგვერდის შემთხვევაში, აბიტურიენტს შედეგის ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე www.naec.ge ან www.online.naec.ge-ზე შეუძლია.
რაც შეეხება მოკლე ტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).