უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები სთხოვენ ხელისუფლებას, ალტერნატიული ფართების აშენებამდე გარევაჭრობის ნებართვა მისცეს
ქუთაისის პარლამენტთან ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა მიმართეს ხელისუფლებას, დაუშვას გარევაჭრობა ზუგდიდში, სანამ ალტერნატიული ფართები არ აშენდება.
მოვაჭრეების მტკიცებით, გარევაჭრობის აკრძალვის გამო ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან ალტერნატიული ფარტების მშენებლობა არ დაწყებულა.
„მეცხრე დღეა აქციები გვაქვს ზუგდიდში და ყურაღებას არავინ არ გვაქცევს. ჩვენსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება არ შედგა. მოვედით პარლამენტთან და მოვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება. შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი და პროექტიც გვაჩვენეს, წინააღმდეგი არ ვართ იქ მუშაობის, მაგრამ ჯერ მშენებლობაც არ დაწყებულა და მანამდე სად წავიდეთ, როგორ ვიმუშაოთ? სესხები გვაქვს, სახლები იპოთეკაში. მოვითხოვთ, პარლამენტისგან ყურადღებას და ვიდრე ახალი ფართი მოეწყობა, იქამდე დაგვრთონ ნება, ძველ ადგილზე ვიმუშაოთ“, -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარინა ფარულავამ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე თვე სამუშაოს გარეშე 80 გარემოვაჭრე რჩება.
შეკრების მიმდინარეობისას ზუგდიდელ გარემოვაჭრეებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე შეხვდა. დეპუტატი დაპირდა მოვაჭრეებს, რომ მათ პრობლემას პარლამენტში დააყენებს.
გარემოვაჭრეებმა აქციები 31 იანვარს დაიწყეს მას შემდეგ, რაც 30 იანვარს, გვიან ღამით, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა დახლები აიღო. დღეს გარემოვაჭრეთა ერთი ნაწილი ქუთაისში გაიმგზავრა, ხოლო მეორე ნახევარი ზუგდიდში განაგრძო აქციები.
საკვანძო სიტყვები:
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა
28 იანვარი, 2026 , 11:47
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს
27 იანვარი, 2026 , 15:35
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07


