უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
საზოგადოება
ზუგდიდში დევნილებმა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს, მათმა ნაწილმა პირიც კი ამოიკერა
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებულმა დევნილებმა, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
ხუთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირიც კი, ამოიკერა.
ლტოლვილთა და განსახლების რაიონულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების საცხოვრებელ ბინების მისაღებად საკმარისი ქულები არ გააჩნიათ.
დევნილები კი, ამ ქულების გადამოწმებას ითხოვენ.
„მოთხოვნა ისევ ისეთია - გვინდა ქულების გადამოწმება და ბინებს ვითხოვთ, აქედან გადაყვანას“,- განაცხადა მედიასთან საუბარში ერთ-ერთმა მოშიმშილე, პირამოკერილმა დევნილმა ნანი შონიამ.
კიდევ ერთი მოშიმშილე დევნილის თინათინ გრიგოლიას თქმით, კი ვისაც პირი აქვს ამოკერილი ავადმყოფი ადამიანია.
„მოვიდნენ, შეამოწმონ, ნახონ რა პირობებში ვცხოვრობთ, როგორ ვცხოვრობთ და ქულები გადაამოწმონ. აქ ვისაც პირი აქვს ამოკერილი ყველა ავადმყოფი ადამიანია“,-აღნიშნა დევნილმა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარა, სამეგრელო- ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, ამ ოჯახებში კიდევ ერთხელ მივა მონიტორინგის კომისიას და მათი საკითხი კიდევ ერთხელ განიხილება.
„ისინი ითხოვენ უპირობო განსახლებას, ყოველგვარი ქულების გარეშე. ბინების განაწილება ხდება კონკურსის წესით და კომისია, ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი მიდის იმ ოჯახებთან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ქულები. გარკვეული ნაწილი რჩება კომისიის გარეშე და ამ ეტაპზე კომისია აღარ მიდის, მაგრამ კიდევ შენდება ოთხი კორპუსი ბარამიას ქუჩაზე. დასრულებულია ორი კორპუსი. ამ შემთხვევაში განიხილება ისევ, კიდევ ერთხელ, კონკურსის წესით ეს ოჯახები და მიიღებენ დახმარებას, დაკმაყოფილდებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით“,-განაცხადა ჩილაჩავამ.
მონიკა დავლიანიძე