პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილს: საერთოდ, თქვენი პრეზენტაციის აწყობის დროს იფიქრეთ თუ არა რაიმე პრობლემაზე რომ გელაპარაკათ
როგორც კი გახვალ ქუჩაში და სავალუტო ჯიხურების ტაბლოს შეხედავ, ან მაღაზიაში, ან აფთიაქში მოგიწევს შესვლა, ის საოცნებო საქართველო, რომელიც თქვენ დაგვიხატეთ, იმ წუთას დაეცემა მიწაზე და რეალობას შევეჯახებით, - ასე მიმართა საკომიტეტო მოსმენაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს დიმიტრი ქუმსიშვილს.
„თქვენ ისე წარმოაჩინეთ პრეზენტაციაზე, რომ თუ ამას ჩვენი მოქალაქეები ადევნებდნენ თვალს, ალბათ, მაღაზიაში მისვლა აღარ მოუნდებათ იმიტომ, რომ როგორც კი გახვალ ქუჩაში და სავალუტო ჯიხურების ტაბლოს შეხედავ, ან მაღაზიაში, ან აფთიაქში მოგიწევს შესვლა, ის საოცნებო საქართველო, რომელიც თქვენ დაგვიხატეთ, იმ წუთას დაეცემა მიწაზე და რეალობას შევეჯახებთ. რეალობა არის შემდეგი, რომ ჩვენ გვაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის წილის კლება საერთო გამოშვებასა და დასაქმებაში. მაინტერესებს, საერთოდ, თქვენი პრეზენტაციის აწყობის დროს იფიქრეთ, თუ არა რაიმე პრობლემაზე რომ გელაპარაკათ, თუ რა პრობლემა აქვს ქართულ ეკონომიკას, რა პრობლემების წინაშე დგანან ჩვენი მოქალაქეები?“, - მიმართა ჭიაბერაშვილმა ქუმსიშვილს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

