პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერ-მინისტრს ინვესტორებისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფადი ასლის განცხადებას გამოემხაურა, რომლის თანახმად, ინვესტორთა 12-კაციანი ჯგუფის წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ჩაიშალა.
ჭიაბერაშვილმა გიორგი კვირიკაშვილი ინვესტორების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და ახსნა-განმარტებები მოითხოვა ამ ინციდენტზე.
„პრემიერმა კვირიკაშვილმა ამ ადამიანებთან და ასევე, საფრანგეთის სათაო ოფისის სხვა წარმომადგენლებთან, დანიშნული შეხვედრა გააუქმა, რითაც ჩვენი აზრით, ძალიან ცუდი სიგნალი გაუგზავნა საერთაშორისო საზოგადოებას. ევროპული საქართველო მოითხოვს განმარტებას პრემიერ კვირიკაშვილისგან, რამ გამოიწვია ასეთი შეურაცხმყოფელი და უარყოფითი დამოკიდებულება უცხოელი ბიზნესმენების მიმართ, რატომ გააუქმა მან დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შეხვედრა“, - გაანცხადა ჭიაბერაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენები საზღვარზე 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული პრობლემები ეგვიპტის, ყატარისა და იორდანიის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს შეუქმნეს.
მიუხედავად ასლის მტკიცებისა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ინფორმირებული იყო ვიზიტზე, ეს არ დაადასტურა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

