უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 სექტემბერი, 2017 12:15
font-size

ზურაბ პატარაძე ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონის გუბერნატორს ქრისტიანა კალოგირუს შეხვდა

ბათუმს ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის (BBSC) პრეზიდენტი და ჩრდილოეთ ეგეოსის (საბერძნეთი) რეგიონული გუბერნატორი ქრისტიანა კალოგირუ სტუმრობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქრისტიანა კალოგირუსთან, რომელიც აჭარაში შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციის „ლურჯი ეკონომიკა“ ფარგლებში იმყოფება, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პერიფერიული საზღვაო რეგიონების ასოციაციას (CPMR) შორის სამომავლო თანამშრომლობის არეალის იდენტიფიცირება, CPMR-ის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება (ევროკავშირთან თანამშრომლობის 40-წლიანი გამოცდილება) და ახალი კონტაქტების დამყარებაში ხელშეწყობა წარმოადგენდა. ასევე, ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმღვანელობით დაფუძვნებულ „ინოვაციურ პარტნიორობა“-ში ჩართვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიონობას და განვითარების დონეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ხაზი გაუსვა საკრუიზო და მაის ტურიზმის მნიშვნელობას და განვითარების პერსპექტივებს. ზურაბ პატარაძემ ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და ტრანზიტული მიმართულებით თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა. თავის მხრივ, ქრისტიანა კალოგირუმ აჭარის პირველ პირს მისი რეგიონი გააცნო და ღვინის წარმოების და ტურიზმის კუთხით სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზა.

ქრისტიანა კალოგირუმ, როგორც BBSC-ს პრეზიდენტმა, აჭარის რეგიონის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის სურვილი გამოთქვა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარა სიამოვნებით ჩაერთვება ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატში.

მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას BBSC-ის ბრიუსელის ოფისის წარმომადგენელი ნიკოს ლამპროპულოსი და აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12 ნოემბერი, 2025 , 12:20

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი

პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა

11 ნოემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შეს

Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

7 ნოემბერი, 2025 , 20:12

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Masterc

პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:17

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქ

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

7 ნოემბერი, 2025 , 12:13

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიო