უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 ივლისი, 2017 16:25
font-size

ზურაბ პატარაძემ ოქროს მედალოსნები დააჯილდოვა

დღეს აჭარაში 2015-2016 სასწავლო წლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ზურაბ პატარაძემ მედალოსნებს სკოლის საუკეთესო შედეგით დამთავრება მიულოცა, წინსვლა და წარმატებები უსურვა და ოქროს მედლებით დააჯილდოვა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს და ვერცხლის მედლები ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა გადასცეს.

,,ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მედალოსნებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო წარმატებები. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს რეგონს ჰყავს ბევრი განათლებული ახალგაზრდა. ეს არის ჩვენი მომავალი თაობა, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის და წარმატებისთვის. მითუმეტეს დღეს, როცა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ნაბიჯებს დგამს, ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლა და ახალგაზრდებისთვის არსებობს უამრავი საინტერესო პროგრამა და გამოცდილების გაზიარების საშუალება. ჩვენ გვჭირდება განათლებული მომავალი თაობა, ამიტომაც, მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები, გააგრძელონ სწავლა, მიიღოთ ევროპული განათლება, რადგან ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მომავლისათვის. კიდევ ერთხელ, ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა მედალოსანს და ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებებს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ოქროს მედლის მფლობელი 166 კურსდამთავრებული, ხოლო ვერცხლის მედლის კი - 92 კურსდამთავრებული გახდა. მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.

პროექტს „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების ქვეპროგრამა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.

ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12 ნოემბერი, 2025 , 12:20

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი

პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა

11 ნოემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შეს

Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

7 ნოემბერი, 2025 , 20:12

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Masterc

პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:17

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქ

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

7 ნოემბერი, 2025 , 12:13

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიო