უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 დეკემბერი, 2017 14:30
font-size

ზურაბ პატარაძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად ბიუჯეტის ფულით არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა - ლაშა ადამია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, ლაშა ადამიას ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ზურაბ პატარაძემ სარესტორნო მომსახურებაში 100 ათას ლარზე მეტი მეგობრებსა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად დახარჯა.

როგორც ლაშა ადამიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნაციონალურმა მოძრაობამ წარმომადგენლობითი ხარჯები შეისწავლა.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სარესტორნო მომსახურებაში 100 ათას ლარზე მეტი მეგობრებსა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად დახარჯა. ამის შემდეგ ნაბახუსევზე 4 ტონა მინერალური წყალი მიირთვა. ეს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საჯარო ინფორმაციას მალავს, არ ასაჯაროებს მას, რადგანც კონკრეტული ფაქტები არსებობს, როდესაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად ბიუჯეტის ფულით არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა. საჯარო ინფორმაცია სრულად არ არის მოწოდებული და ჩვენც ამდენი შეკითხვები არ გვექნებოდა, მაგრამ თავმჯდომარემ წერილი მოგვწერა, რომლის თანახმადაც ამბობს, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ერთი კითხვა გამიჩნდა: სხვა სამინისტროები და ყოფილი თავმჯდომარე რატომ გვაწვდიდა იმავე პერსონალურ მონაცემებს? ფაქტია, რომ პატარაძე ინფორმაციას მალავს და აშკარაა, რომ ამ სარესტორნო ხარჯებს მეგობრებსა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ახმარს. 10 თვის განმავლობაში 144 ათასი ლარია დახარჯული, აქედან წარმომადგენლობით ხარჯი კი 100 ათას ლარზე მეტია“,- განაცხადა ლაშა ადამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12 ნოემბერი, 2025 , 12:20

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი

პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა

11 ნოემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შეს

Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

7 ნოემბერი, 2025 , 20:12

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Masterc

პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:17

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქ

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

7 ნოემბერი, 2025 , 12:13

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიო