უახლესი ამბები
- 25.11.2024 12:45პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:11XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
- 25.11.2024 11:32იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
- 25.11.2024 10:35პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი
- 25.11.2024 10:24ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
- 25.11.2024 08:50საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი
არქივი
საზოგადოება
საქართველო რაგბიში 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო რაგბიში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უპასპინძლებს.
ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს.
ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია და სამოა.
ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება – თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები(14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და საფრანგეთი იქნებიან. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას 31 მაისს ავჭალის სტადიონზე არგენტინასთან გამართავენ.