პოლიტიკა


პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გადაუგზავნის
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გადაუგზავნის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, ალტერნატიული კანონპროექტი და მოტივირებული შენიშვნები, ჯამში 100 გვერდს მოიცავს.
"ჩვენი პოზიციით წარმოდგენილი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს აუარესებს. ეს არის ოცნების მიერვე დაწყებული რეფორმების უკან შეტრიალება და მიუღებელია მათი განხორციელება, განსაკუთრებით, როდესაც სულ სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე. თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებაში, თვითმმართველობა ერთმევა 7 თვითმმართველ ქალაქს. ეს სტატუსი მას "ქართულმა ოცნებამ" მიანიჭა 2014 წელს, მშვენიერად იყენებდნენ და სწავლობდნენ საკუთარი თავის მართვას ეს ქალაქები", - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ძალიან პრობლემურია, რადგანაც პარტიათა შორის უმეტესობა ემნიჯება მმართველ პარტიას.
"დღეს მმართველ პარტიას, უმრავლესობას ჰყავს მხოლოდ და მხოლოდ ერთი წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში. ბუნებრივია ეს საკმაოდ ნეგატიურ ელფერს შესძენს საარჩევნო გარემოს და საარჩევნო პროცესს", - განაცხადა ანა დოლიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:24
იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:08

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:37
ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი
11 სექტემბერი, 2025 , 14:17
გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:21