უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მარტი, 2018 13:15
font-size

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული ე.ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში, ე.ი.-მ, ქ. რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით იქირავა შ.ს.-ის ავტომანქანა. მიიყვანა ის სოფელ აგთაკლიის ერთ-ერთი უბნის ჩიხში, სადაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შ.ს.-ს გასტაცა თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ე.ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

30 იანვარი, 2026 , 11:58

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი

30 იანვარი, 2026 , 11:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი: 2004 წელს დაბადებული ი.გ.,

შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი - სუს-ი

29 იანვარი, 2026 , 14:48

შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სა

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

28 იანვარი, 2026 , 21:38

სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. საპატიმრო გირაო ნიშნავს, რომ ილია ღუდუშაური საპატიმრო დაწესებულებას თანხის გადახდის შემ

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა - პროკურატურა

28 იანვარი, 2026 , 17:20

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა - პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს

28 იანვარი, 2026 , 12:28

პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი