უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მარტი, 2018 14:15
font-size

პოლიციის თანამშრომელის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითება აუცილებელი იქნება

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ვალდებულება ექნება, სადაც იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითება აუცილებელი იქნება.

შესაბამისი ცვლილებები “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების საჭიროება ოჯახში ძალადობის ფაქტებსა და ოჯახურ დანაშაულებთან ბრძოლის დახვეწის აუცილებლობითაა განპირობებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ამგვარი დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენას ეხება.

„საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა ცხადყოფს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი საზიანო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოძალადისთვის იარაღთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის თანახმად, მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და მასში იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვებისა თუ აკრძალვების მითითება პოლიციელის უფლებამოსილებაა“-ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებების მიხედვით, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უკეთ დაცვის მიზნით, საჭიროა პოლიციელის უფლებამოსილების გაზრდა და იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება ექნება.

მთავარი პროკურორის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც ამ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა. 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - 550, 2015 წელს - 1066, 2016 წელს - 1356, ხოლო 2017 წელს - 1986 პირის მიმართ.

ცირა გურგენიძე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

30 იანვარი, 2026 , 11:58

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი

30 იანვარი, 2026 , 11:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი: 2004 წელს დაბადებული ი.გ.,

შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი - სუს-ი

29 იანვარი, 2026 , 14:48

შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სა

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

28 იანვარი, 2026 , 21:38

სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. საპატიმრო გირაო ნიშნავს, რომ ილია ღუდუშაური საპატიმრო დაწესებულებას თანხის გადახდის შემ

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა - პროკურატურა

28 იანვარი, 2026 , 17:20

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა - პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს

28 იანვარი, 2026 , 12:28

პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი