უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 მარტი, 2018 14:50
font-size

Check in Georgia არის პროექტი, რომელმაც საშუალება მომცა ჩამეტარებინა საბალეტო ფესტივალი“ - ნინო ანანიაშვილი

„ბედნიერები ვართ, რომ საქართველოში მართლაც ბევრი ფესტივალია და კულტურა ასეთ მაღალ დონეზე გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა Check in Georgia 2018 წლის პრეზენტაციას განაცხადა.

„ჩექინ ჯორჯია“ არის პროექტი, რომელმაც საშუალება მომცა გასულ წელს პირველად ჩამეტარებინა ბალეტის ფესტივალი. დიდი ხანი მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ იმის გამო, რომ ოპერის თეატრში ამის საშუალება არ იყო, ეს ვერ შევძელი. თუმცა დღესდღეობით თეატრი უკვე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და შესაძლებლობებით. დღეს ნამდვილად გვაქვს 21-ე საუკუნის შესაბამისი პირობები და აღარ გვრცხვენია დავპატიჟოთ უმაღლესი დონის მოცეკვავე თუ მომღერალი“, - აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ საბალეტო ფესტივალს მუდმივი სახე მიეცემა და ფესტივალის მაყურებელთა შორის იქნებიან ტურისტებიც, რომლებიც სპეციალურად ჩამოვლენ ფესტივალის სანახავად.
Check in Georgia 2018 წელს 300-მდე ღონისძიებას, მათ შორის საბალეტო ფესტივალს უმასპინძლებს. პროექტის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.

სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

28 იანვარი, 2026 , 16:16

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართ

როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი

27 იანვარი, 2026 , 13:22

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მ

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია

26 იანვარი, 2026 , 21:47

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია. შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია&n

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე

26 იანვარი, 2026 , 17:53

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს ქსელურმა მაღაზიებმა, ისინი კარნახობენ ბაზარს პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - ამის შესახებ  კომპანია „ფრ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი

26 იანვარი, 2026 , 17:46

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორის ნაყოფი

არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი

26 იანვარი, 2026 , 17:42

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, პირველ რიგში, რომ არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი