მსოფლიო
მაიამიში ხიდის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 8 მანქანა ნანაგრევების ქვეშ მოჰყვა
სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა მაიამიში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ CNN იუწყება ფლორიდას საგზაო პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ხიდის ქვეშ სულ მცირე 8 მანქანა მოჰყვა, ხოლო დაახლოებით 9 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა, ვილოცოთ იმათთვის, ვინც მოხვდა საავადმყოფოში, მათი სრული გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცოთ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, -თქვა ფლორიდას გუბერნატორმა რიკ სკოტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შტატის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დადგინდეს, რამე დანაშაულებრივმა ქმედებამ თუ გამოიწვია კატასტროფა და თუ კი, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა დადგება.
ხიდი საავტომობილო გზის თავზე იყო აშენებული. ხიდის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ იყო. 950-ტონიანი კონსტრუქცია მაიამიში რამდენიმე დღის წინ ააწყვეს. ხიდის ოფიციალური გახსნა 2019 წელს იგეგმებოდა. მისი აშენება აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტს 14,2 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. ამ ხიდს უნდა გაეძლო მეხუთე კატეგორიის ქარიშხლისთვის და იყო გათვალისწინებული 100-წლიანი ექსპლუატაციითვის.
საკვანძო სიტყვები:
დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - დონალდ ტრამპი
30 იანვარი, 2026 , 09:53
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
26 იანვარი, 2026 , 09:30
საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ
22 იანვარი, 2026 , 12:15
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა
21 იანვარი, 2026 , 11:55
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს
21 იანვარი, 2026 , 10:28
ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო
20 იანვარი, 2026 , 10:28


