სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად ებრძვის ნარკოდანაშაულს და ნარკოტიკების გასაღებას. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და ნარკორეალიზატორები დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ქვემო ქართლში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, „სუბოქსინი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, ე.წ. „ექსტაზი“, „მდმა“ და სხვა. ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი - აქედან - საქართველოს 14, სომხეთის 1, აზერბაიჯანის 1 და ირანის 3 მოქალაქე.
პოლიციამ ირანის 2 მოქალაქე თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავა. მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი“. გარდა ამისა, ამოღებულია დაახლოებით, 2 000 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.
რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 702 მინის პატარა ფლაკონში მოთავსებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი სითხე და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 171 ათას 250 ლარი.
მის მიერ ჩაედენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
30 იანვარი, 2026 , 11:58
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი
30 იანვარი, 2026 , 11:34
შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი - სუს-ი
29 იანვარი, 2026 , 14:48
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
28 იანვარი, 2026 , 21:38
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა - პროკურატურა
28 იანვარი, 2026 , 17:20
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა - პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს
28 იანვარი, 2026 , 12:28


