უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 აპრილი, 2018 16:20
font-size

საქართველოს მთავრობამ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი მოიწონა

საქართველოს მთავრობამ მოიწონა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს კანონში „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ და კიდევ სამ სხვა თანმდევ კანონში. წარმოდგენილი ცვლილებები სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს. ცვლილებები მთავრობას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმთან“ და ევროპულ კონვენციასთან „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“. გარდა ამისა, ზუსტდება კანონმდებლობაში არსებული, სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკის განმაპირობებელი ნორმები.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ახლებურად არეგულირებს საექსტრადიციო პროცედურებს: შემოდის გამარტივებული ექსტრადიციის ინსტიტუტი; მარტივდება სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარება; იხვეწება საერთაშორისო თანამშრომლობა ქონების ჩამორთმევის პროცესში.

კერძოდ, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ შესული ცვლილებებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თანხმობის შემთხვევაში, ინერგება გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურები. მნიშვნელოვანია, რომ საექსტრადიციო პროცედურების გამარტივება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილია.

ახლებურად რეგულირდება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები - კერძოდ, უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი. საქართველოს პროკურატურას ენიჭება უფლება, ჩამორთმეული ქონების განაწილების თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოოს იმ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან, საიდანაც განხორციელდა შუამდგომლობა ქონების ჩამორთმევის შესახებ; შესაძლებელი ხდება ჩამორთმეული ქონების ნახევრის შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა, ხოლო დანარჩენი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა. იმ შემთხვევაში, თუ ჩამორთმეული ქონება არ წარმოადგენს ფულად თანხას, კანონპროექტი ქონების გაყოფის უზრუნველსაყოფად მისი გასხვისების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნათლად არ არის განსაზღვრული, ვის გააჩნია იურისდიქცია უცხოეთში, საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე. ახალი რეგულაციებით, ამგვარ დანაშაულებზე გავრცელდება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დანაშაულები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოექცევა.

მარტივდება გამოძიების პროცესში უცხო ქვეყნიდან საჭირო დოკუმენტაციის მოპოვება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებებით, გარკვეულ შემთხვევებში, უცხო სახელმწიფოდან კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება შესაძლებელი იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე. იხსნება ბიუროკრატიული ბარიერები უცხო ქვეყანაში მყოფი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხვისა და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარებისათვის.

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში

19 დეკემბერი, 2025 , 20:48

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ამის შესახებ ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის­ შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშშია ნათქვამი. ევროკომისია ასკვნის, რომ "საქართვ

სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

19 დეკემბერი, 2025 , 17:13

22 დეკემბერს ვასრულებ კორეაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე საქმიანობას. მიზეზები და გარემოებები, აღარცაა საინტერესო, ვემზადები ახალი თავგადასავლებისთვის, - ამის შესახებ სამხრეთ კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

19 დეკემბერი, 2025 , 09:02

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. „ზურაბ

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

18 დეკემბერი, 2025 , 15:27

მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა „სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და ს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი

18 დეკემბერი, 2025 , 15:15

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებთ მიჰყავს, ეს არ არის ევროკაშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენი ძლიერი მესიჯი ქართველი ხალხი

ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი

18 დეკემბერი, 2025 , 14:21

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგული ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის