უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
- 02.02.2026 17:10ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
- 02.02.2026 15:09ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი
არქივი
სამართალი
ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, საქმეში დაზარალებულად ცნობილი კომპანიის წარმომადგენელი, მარიამ ჯაფარიძე დაიკითხა, რომელიც 2006 წლიდან ასრულებს ტელეკომპანია ,,იბერიას“ გენერალური დირექტორის მოვალეობას.
როგორც მოწმემ აღნიშნა, 2004 წელს, ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში შეჭრის, მათი ფუნქციონირების შეჩერებისა და იბერია ტვ-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის დროს ის ,,ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი იყო და მიმდინარე მოვლენების უშუალო მომსწრე.
მარიამ ჯაფარიძემ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ცნობილი მოვლენების შედეგად ტელეკომპანია ,,იბერიას“ მიადგა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი.
,,პირველ რიგში, ეს იყო მატერიალური ზიანი. შედეგად კომპანიას მიადგა მილიონზე მეტი ზარალი. ასევე, მატერიალურთან ერთად ეს იყო, მორალური ზიანიც, რადგან ასობით ჩვენი თანამშრომელი დარჩა უმუშევარი“, - განაცხადა მარიამ ჯაფარიძემ.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 მაისს, 12:30 საათზე განახლდება.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
საკვანძო სიტყვები:
ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
2 თებერვალი, 2026 , 11:45
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა
2 თებერვალი, 2026 , 11:31
პოლიციამ თბილისში მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
2 თებერვალი, 2026 , 11:14
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი ოთხი პირი დააკავეს
2 თებერვალი, 2026 , 11:07
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
30 იანვარი, 2026 , 11:58
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი
30 იანვარი, 2026 , 11:34


