უკან

პოლიტიკა

27 აპრილი, 2018 14:05
font-size

ლევან დავითაშვილი ლუქსემბურგში კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლუქსემბურგის სოფლის მეურნეობის, მევენახეობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრს, ფერნარდ ეტგენს შეხვდა. ლუქსემბურგის სოფლის მეურნეობის, მევენახეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინსიტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის სფეროები განსაზღვრეს.

შეხვედრაზე ფერნარდ ეტგენმა ლუქსემბურგში მერძევეობის, მეცხოველეობისა და მევენახეობის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და მზადყოფნა გამოთქვა, ლუქსემბურგის მხარემ ქართველ ფერმერებს გამოცდილება გაუზიაროს.

ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში დარგის განვითრების მიზნით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის ხელშემწყობ ღონისძიებებზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამებზე. მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის კერძო სექტორის (ასოციაციები, კოოპერატივები) თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარების პროცესს.

„ლუქსემბურგი ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია, ამიტომ ლუქსემბურგის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება სოფლის განვითარების პროგრამების, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების კუთხით და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მოეწყობა ქართველი ფერმერებისთვის სასწავლო ტური ლუქსემბურგში, რომლებიც მეცხოველეობის მიმართულებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი

2 თებერვალი, 2026 , 18:34

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას , - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი,&nbs

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

2 თებერვალი, 2026 , 18:21

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს

2 თებერვალი, 2026 , 18:09

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 3-6 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და მათი შემდგომი განხილ

წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი

2 თებერვალი, 2026 , 17:56

არავითარი რეპრესია არ არსებობს. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია, მაგრამ როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, იმ თანხით არ უნდა ჩაატარო შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრენინგს

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი

2 თებერვალი, 2026 , 17:47

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - ეს არის ერთი ქოლგის, ერ

დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

2 თებერვალი, 2026 , 17:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი