უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
- 02.02.2026 17:10ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
არქივი
სამართალი
საპარლამენტო კომისია სამ არასრულწლოვანს გამოჰკითხავს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, კომისია 26-28 ივლისს სამ არასრულწლოვანს გამოჰკითხავს, რომლებიც საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუკითხავს.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ისინი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.
როგორც აბესაძემ განაცხადა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომლისგანაც პროკურატურას ჩვენება არ მიუღია, საქმეში ფიგურანტების მეგობარი და უშუალო თვითმხილველია.
აბესაძის თქმით, მოწმეები მხოლოდ 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არ იქნებიან.
გუშინდელ სხდომაზე კომისიამ გამოჰკითხა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ქალაქ თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძე.
მოგვიანებით კი, კომისიის წევრებმა დახურულ რეჟიმში ორი არასრულწლოვნის ახსნა-განმარტება მოისმინეს.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კომისიის მორიგი სხდომა 3 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიიწვევენ.
საკვანძო სიტყვები:
ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
2 თებერვალი, 2026 , 11:45
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა
2 თებერვალი, 2026 , 11:31
პოლიციამ თბილისში მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
2 თებერვალი, 2026 , 11:14
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი ოთხი პირი დააკავეს
2 თებერვალი, 2026 , 11:07
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
30 იანვარი, 2026 , 11:58
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი
30 იანვარი, 2026 , 11:34


