უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
- 02.02.2026 17:10ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
არქივი
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს - მამუკა ბახტაძე
ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს, ამავე დროს იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მიაღწია, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის სატელევიზიო ინტერვიუ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჭარბვალიანობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
„იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და პირველი ნაბიჯები გადავდგით. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე, როგორც სისტემური რისკი მნიშვნელოვნად შემცირდეს ეკონომიკაში. ასევე, ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა ფინანსურ სექტორში დამკვიდრდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, სამართლიანი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მომავალში გამოვრიცხოთ ისეთი ფაქტები, რაც სამწუხაროდ წარსულში ფიქსირდებოდა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, შეიძლება ითქვას, საკმაოდ კრიტიკული იყო მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა.
„ზოგადად ასეთი თავდასხმები, შეურაცხყოფები არის არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაში არ შეიძლება ადამიანი დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რომლებიც პარტიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში გააკეთა. შესაბამისად, ჩვენი ოპოზიციის ერთადერთი ამოცანაა, მოხდეს პარტიის თავმჯდომარის პიროვნული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან წარუმატებელი იქნება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე ვმუშაობთ. პროგრამა, რომელიც პარლამენტში წარვადგინეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ჩვენი ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხება, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ არგუმენტაცია, მათ შორის კრიტიკაც იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვახორციელებთ, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვ ერ ვისმენთ",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი
2 თებერვალი, 2026 , 18:34
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
2 თებერვალი, 2026 , 18:21
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს
2 თებერვალი, 2026 , 18:09
წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
2 თებერვალი, 2026 , 17:56
დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
2 თებერვალი, 2026 , 17:47
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
2 თებერვალი, 2026 , 17:26


