უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ივლისი, 2018 17:00
font-size

იმ ძირითადი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელზეც საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევაში, აქტიურად მუშაობს მთავრობა - ივანე მაჭავარიანი

იმ ძირითადი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელზეც საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევაში, აქტიურად მუშაობს მთავრობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, საუბარია 2016 წლის კვლევაზე. „ეს არის მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივი დოკუმენტი. როდესაც სრულდება მუშაობა, მიდის დისკუსიები და თუ ვერ მოხდა მთავრობასა და სსფ-ს შორის შეთანხმება, შესაძლებელია კვლევა არ გამოქვეყნდეს. აღნიშნულ დოკუმენტში ასახული ბევრი ნეგატიური მოვლენა, სრულად არის გათვალისწინებული დღევანდელი ხელისუფლების მიერ და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მის აღმოფხვრაზე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, 2016 წლის მიმოხილვაში პრობლემურ საკითებს შორის დასახელებული იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საგარეო ვალი, ასევე, ფიზიკური პირების მაღალი დაკრედიტება, რომლის მზარდი ტემპიც ერთ-ერთ რისკფაქტორად იყო აღიარებული. მან ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს გამოქვეყნებული აქვს მიმოხილვა, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო დასკვნა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი

2 თებერვალი, 2026 , 18:34

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას , - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი,&nbs

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

2 თებერვალი, 2026 , 18:21

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს

2 თებერვალი, 2026 , 18:09

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 3-6 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და მათი შემდგომი განხილ

წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი

2 თებერვალი, 2026 , 17:56

არავითარი რეპრესია არ არსებობს. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია, მაგრამ როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, იმ თანხით არ უნდა ჩაატარო შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრენინგს

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი

2 თებერვალი, 2026 , 17:47

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - ეს არის ერთი ქოლგის, ერ

დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

2 თებერვალი, 2026 , 17:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი