უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
- 02.02.2026 17:10ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
არქივი
პოლიტიკა
მარნეულის ყოფილი მერი თავის დაკავებაში კვირიკაშვილის მთავრობის პირველ პირებს ადანაშაულებს
მარნეულის ყოფილი მერის, თეიმურაზ აბაზოვის განცხადებით, პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და უწყება საქმის გამოძიებას აჭიანურებს.
ამის შესახებ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც პროკურატურა აბაზოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.
„ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ, იყო შიშის ფაქტორი, ზაზა სარალიძის გამოსვლები. მაშინდელ ქვეყნის პირველ პირებს დაუკავშირდნენ. იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და მაშინდელმა პირველმა პირებმა უთხრეს, მიდით ბოლომდეო. ამხელა თანამდებობის პირის ისე დაჭერა არ ხდება. მე არ ვარ დამნაშავე. საერთოდ არ ვყოფილვარ იქ. ვიდეოში ჩემი ხმა არაა“, – განაცხადა აბაზოვმა.
ცნობისთვის, 11 ივნისს ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც მამაკაცს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშს ახდევინებენ, შარდით სახის დაბანას აიძულებენ და აზერბაიჯანულად ეუბნებიან, რომ „შენ ღირსება არ გაქვს“. აღნიშნულ ვიდეოზე „მარნეულის სათემო რადიომ“და სტუდია მონიტორმა სიუჟეტები მოამზადეს, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მარნეულის მკვიდრი ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის საჯარო შეგინების გამო დასაჯეს. „მარნეულის სათემო რადიოს“ ინფორმაციით, ვიდეოს გადაღების პროცესს ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.
14 ივნისს ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი
2 თებერვალი, 2026 , 18:34
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
2 თებერვალი, 2026 , 18:21
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს
2 თებერვალი, 2026 , 18:09
წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
2 თებერვალი, 2026 , 17:56
დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
2 თებერვალი, 2026 , 17:47
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
2 თებერვალი, 2026 , 17:26


