უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
- 02.02.2026 17:10ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
არქივი
სამართალი
მომავალ კვირას საგემოძიებო კომისია შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვას გეგმავს
დღეის მდგომარეობით 70-მდე პირი გვყავს გამოკითხული, მომდევნო კვირას მსჯავრდებულების გამოკითხვას ვგეგმავთ, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, დღესაც სამი არასრულწლოვანი დაიკითხა, რომლებსაც გარკვეული ინფორმაცია აქვთ, თუმცა, ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
"ჩვენ დღესაც გამოვკითხეთ არასრულწლოვანი მოწმეები. დღეს გამოკითხული პირები არ ფიქსირდებიან უშუალოდ ინციდენტის მოხდენის დროს. ჩვენ დღეის მდგომარეობით 70-მდე პირი გვყავს გამოკითხული, დაწყებული შსს-ს წარმომადგენლებით, გაგრძელებული პროკურატურით და მოწმეებით დასრულებული. რაც შეეხება ინფორმაციას, რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია არ გვფიქსირდება, გარდა იმ მონაცემისა და გარემოებისა, რომელიც ჩვენ რამდენიმეკვირიანი გამოკითხვის შედეგად მივიღეთ. ჩვენ მომდევნო კვირას კიდევ გავაგრძელებთ გამოკითხვებს.
მომდევნო კვირას ვგეგმავთ უკვე მსჯავრდებული პირების გამოკითხვას და ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კითხვაზე, რა რეაგირება ჰქონდა შსს-ს საგამოძიებო კომისიის მიერ ახალი გარემოებების გამოკვეთის შემდეგ, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შსს ასევე მუშაობს გარკვეულ ვერსიებზე და ჯერჯერობით არ იცის, ემთხვევა თუ არა ეს ვერსიები ერთმანეთს.
"ვიცით, რომ ძალიან დეტალურად და ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა ვერსიებზე, რას გამოკვეთენ ეს უკვე მათი კომპეტენციაა. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ შსს-ში შეხვდნენ ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს და მათაც მიაწოდეს ინფორმაცია. ჯერ არ გვაქვს შსს-გან მიღებული ის მასალები, რაც ახალი გარემოებების გამოკვეთის შედეგად დაამუშავეს", - აღნიშნა ოხანაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
2 თებერვალი, 2026 , 11:45
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა
2 თებერვალი, 2026 , 11:31
პოლიციამ თბილისში მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
2 თებერვალი, 2026 , 11:14
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი ოთხი პირი დააკავეს
2 თებერვალი, 2026 , 11:07
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
30 იანვარი, 2026 , 11:58
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი
30 იანვარი, 2026 , 11:34


