უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
- 02.02.2026 17:10ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
არქივი
მსოფლიო
რუმინეთში გამოფენა - `100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან` გაიხსნა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, რუმინეთის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან".
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა კორნელ იონესკუმ და ისტორიის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ერნესტ ობერლენდერ-ტირნოვიანუმ.
საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე და საქართველოს ევროპულ არჩევანზე. ელჩმა, ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
გამოფენის დათვალიერება მსურველებს 25 აგვისტომდე შეეძლებათ.
დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - დონალდ ტრამპი
30 იანვარი, 2026 , 09:53
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
26 იანვარი, 2026 , 09:30
საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ
22 იანვარი, 2026 , 12:15
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა
21 იანვარი, 2026 , 11:55
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს
21 იანვარი, 2026 , 10:28
ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო
20 იანვარი, 2026 , 10:28


