უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 აგვისტო, 2018 18:26
font-size

კითხვები უკვე კარგა ხანია გააჩინა უღმერთოებამ, უსამართლობის მადიდებლობამ - მეუფე პეტრე

ეს გადაწყვეტილება ისეთივე უსირცხვილო და უტიფარია, როგორიც ციანიდის საქმის სასამართლო სხდომების დახურვა, - ასე აფასებს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებას, ე.წ. ციანიდის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

„კითხვები უკვე კარგა ხანია გააჩინა სასამართლოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, უღმერთოებამ, უსამართლობის მადიდებლობამ და პასუხიც უკვე აქვს დარწმუნებული ვარ სრულიად საქართველოს მათ მიმართ, რომ ჩვენ არ გვაქვს მართლმსაჯულება ქვეყანაში.

ეს ისეთივე უსირცხვილო და უტიფარი იყო დღევანდელი მათი გადაწყვეტილება, როგორც უსინდისო და უტიფარი იყო სასამართლო პროცესების დახურვა თავის დროზე.

მაქვს მოლოდინი და დიდი რწმენა, რომ საქართველო და ქართველი ერი აუცილებლად გათავისუფლდება ამ უსამართლობისგან და აუცილებლად იზეიმებს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და აუცილებლად ჩვენი სახელმწიფოებრიობა მართლმადიდებელ ქრისტიანულ ღირებულებებზე, რომის სამართალზე და ბერძნულ დემოკრატიაზე იქნება დაფუძნებული.

ფაქტიურად არ არსებობს არცერთი სვეტი ამ სამიდან, რომელიც აუცილებელი პირობაა სახელმწიფოებრიობის არსებობის,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ - უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე არ მიიღო წარმოებაში დეკანოზ გიორგი მამალაძისა და პროკურატურის საჩივრები და პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ძალაში დატოვა.

ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი

2 თებერვალი, 2026 , 15:09

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება ლექტორებისა და აკადემიური წრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. &bdq

განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი

2 თებერვალი, 2026 , 12:26

განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის. განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვი

სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

28 იანვარი, 2026 , 16:16

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართ

როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი

27 იანვარი, 2026 , 13:22

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მ

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია

26 იანვარი, 2026 , 21:47

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია. შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია&n

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე

26 იანვარი, 2026 , 17:53

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს ქსელურმა მაღაზიებმა, ისინი კარნახობენ ბაზარს პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - ამის შესახებ  კომპანია „ფრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი