უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

9 აგვისტო, 2018 13:50
font-size

ევროკავშირმა თანმიმდევრულად უნდა დაგმოს რუსეთის აგრესიული ქცევა სამხრეთ კავკასიაში და მოახდინოს მისი შესაბამისად სანქცირება - დევიდ მაკალისტერი

ყოველდღიურმა გერმანულმა გამოცემამ „ტაგესშპიგელ“-მა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის დეპუტატის დევიდ მაკალისტერის წერილი.

გერმანელი პოლიტიკოსი პუბლიკაციაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ საუბრობს და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს: „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ერთად საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. განსაკუთრებულად მძიმეა ის, რომ რუსეთი რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს საერთაშორისოდ არაღიარებული ორივე ტერიტორიაზე, სადემარკაციო ხაზებს თანდათანობით გამაგრებულ საზღვრებად აქცევს და თანაც გამყოფი ხაზები საქართველოს ტერიტორიაზე გადააქვს. ამგვარად ბევრი სოფელი მოწყდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის - წყლით მომარაგების სისტემას. ბევრ ოჯახს მოესპო წვდომა თავის სამიწათმოქმედო სავარგულებთან და იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, მოსკოვმა 2014 წ. და 2015 წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, გააფორმა შეთანხმებები „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ, რომელთა საფუძველზეც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის ძალების რუსეთის არმიაში ინტეგრირება ხორციელდება,“ -წერს დევიდ მაკალისტერი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ჯეროვანი ყურადღება ეთმობოდეს პოლიტიკურ დისკუსიებში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წყალობით (EUMM Georgien) მეტწილად მოხერხდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთსა და საქართველოს შორის ღია დაპირისპირების თავიდან აცილება, ეს რეგიონები „უკვე ათი წელია რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მათ მცოცავი ანექსიის საფრთხე ემუქრება“.

დევიდ მაკალისტერი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საკითხში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ევროკავშირის როლი: „ეს მიუღებელია და ამაზე ევროპისგან უფრო მკაფიო პასუხია საჭირო, რათა ევროპამ არ დაკარგოს დამაჯერებლობა კრემლის მიმართ და გაამართლოს თავისი ავტორიტეტი, როგორც საერთო ღირებულებათა თანამეგობრობამ. რუსეთი ვალდებულია, ბოლოს და ბოლოს, გაიყვანოს თავისი ჯარები დაკავებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს გამაგრებული საზღვრის გავლებასთან დაკავშირებული ყველანაირი ქმედება... ამიტომ საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ერთიანი პოზიცია დაიკავოს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის აგრესიული ქმედებანი თანმიმდევრულად დაგმოს და შესაბამისი სანქცირება მოახდინოს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით არსებობს კონფლიქტის მოგვარების ორი მნიშვნელოვანი ფორმატი. უნდა მოხდეს ამ ორივე საერთაშორისო ფორუმზე მოქმედებათა ინტენსიფიკაცია“, აცხადებს ევროპარალამენტარი.

მაკალისტერი იმედის მომცემს უწოდებს ქართული მხარის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და თვლის, რომ აღნიშნულმა „ღონისძიებათა პაკეტმა უნდა შეაჩეროს ქვეყნის გახლეჩა, ხელი შეუწყოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და აღადგინოს გაყოფილ საზოგადოებას შორის კონტაქტები“.

აღსანიშნავია, რომ დევიდ მაკალისტერი 2014 წლიდან ევროპარლამენტის „ევროპული სახალხო პარტიის“ ფრაქციის დეპუტატი და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო 2010-2013 წწ. ის გახლდათ ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრი.

დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - დონალდ ტრამპი

30 იანვარი, 2026 , 09:53

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, რომ პეკინთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება სახიფათოა. „მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა და, ვფიქრობ, ჩინეთთან ბიზნესში ჩართვა კიდევ უფრო სახიფ

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

26 იანვარი, 2026 , 09:30

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო 850 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ბოლო ორ დღეში 14 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. დაზარალებულ შტატებს შორისაა კენტუკი, ჯორჯია, ვ

საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ

22 იანვარი, 2026 , 12:15

საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი დათანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაციას მედია აღნ

„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა

21 იანვარი, 2026 , 11:55

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა დათანხმდა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის &bdquo

დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს

21 იანვარი, 2026 , 10:28

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის Air Force One-ის თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა. Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ბაზა

ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო

20 იანვარი, 2026 , 10:28

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ დამფუძნებელ წევრად შესვლის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება. „პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი