უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აგვისტო, 2018 12:10
font-size

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, მიგელ ხორხე კუევასთან

ქ. ასუნსიონში, ეროვნული კონგრესის სასახლეში, საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას, პარაგვაიში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი ყურაშვილისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მონაწილობით, შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის (პარლამენტის ქვედა პალატა) თავმჯდომარესთან, მიგელ ხორხე კუევასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარაგვაიში საქართველოს საპატიო კონსული, კონრადო პაპალარდო და პარაგვაის მხრიდან - დეპუტატი მმართველი Colorado-ს პარტიიდან, პარაგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის წევრი, ფრედი დ'ეკლესისი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ პარაგვაისთან და ზოგადად, ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში.

აღინიშნა, რომ ქართული მხარე მოხარული იქნება ახლო მომავალში უმასპინძლოს პარაგვაელ პარლამენტარებსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს საქართველოში, რათა ადგილზე მოხდეს არსებული პოტენციალის შესწავლა, ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება და საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაზიარება. პარაგვაის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მთელს რეგიონში, როგორც მნიშვნელოვან ჰაბს და პარაგვაის დიდი ინტერესი აქვს სავაჭრო ურთიერთობები გაზარდოს საქართველოსთან და რეგიონთან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცებას ორ ქვეყანას შორის და ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფები დაფუძნებულია, საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისთვის უკვე კარგი საფუძველია.

პარაგვაის მხარემ დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს, ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის გამოგზავნისთვის, პარაგვაის პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციაზე დასასწრებად, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართა. ,,ჩვენ ეს არასდროს დაგვავიწყდება, მომავალში ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს ამ ძალიან მეგობრულ ჟესტს''-აღნიშნა პარაგვაელმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან.

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი

2 თებერვალი, 2026 , 18:34

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას , - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი,&nbs

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

2 თებერვალი, 2026 , 18:21

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს

2 თებერვალი, 2026 , 18:09

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 3-6 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და მათი შემდგომი განხილ

წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი

2 თებერვალი, 2026 , 17:56

არავითარი რეპრესია არ არსებობს. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია, მაგრამ როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, იმ თანხით არ უნდა ჩაატარო შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრენინგს

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი

2 თებერვალი, 2026 , 17:47

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - ეს არის ერთი ქოლგის, ერ

დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

2 თებერვალი, 2026 , 17:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი