უახლესი ამბები
- 02.02.2026 18:21იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- 02.02.2026 17:56წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
- 02.02.2026 17:47დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
- 02.02.2026 17:10ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
- 02.02.2026 15:09ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი
- 02.02.2026 14:56ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
არქივი
პოლიტიკა
თურქული ბიზნესის დევნაში ბრალი მიუძღვის პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის მარიონეტებს - რომან გოცირიძე
საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილს თურქული ბიზნესის დევნაში ადანაშაულებს.
„საქართველოს მთავრობამ მორიგი მავნებლობა ჩაიდინა. ბათუმში სკოლა-ლიცეუმის და თბილისში დემირელის კოლეჯის დახურვის შემდეგ დაიწყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მცოცავი განადგურება. ავტორიზაციის საბჭომ უკანონოდ აუკრძალა მიმდინარე წელს სტუდენტების მიღება( 800 სტუდენტი უნდა ჩარიცხულიყო). ბათუმის სკოლისა და დემირელის კოლეჯის დახურვის შემდეგ ჯერი უკვე ამ უმაღლეს სასწავლებელზე მიდგა. მასში არის ჩადებული ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია განათლების სფეროში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ფაქტობრივად,
დახურვის მიზეზად იყენებენ საგადასახადო სამსახურის მიერ სპეციალურად ამ მიზნით უკანონოდ დარიცხულ მცირეოდენ გადასახადს, რომელმაც 700 ათას ლარს მიაღწია ჯარიმების გამო და რომელიც გასაჩივრებულია სასამართლოში. თანხის ეს მოცულობა წვრილმანია ამ მასშტაბის უნივერსიტეტისათვის და მხოლოდ საბაბად არის გამოყენებული.
თურქული ბიზნესის დევნაში ბრალი მიუძღვის პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის მარიონეტებს:
ყოფილ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, ფინანანსთა ყოფილ მინისტრ ხადურს, ახლა უკვე გაპრემიერებულ ბახტაძეს, ყოფილ ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილს, ყოფილ განათლების მინისტრ ჯეჯელავას და მორიგ ბუტაფორიას დღევანდელ მინისტრს (გვარი არ მახსოვს), სუსს რა თქმა უნდა, ფინანსურ პოლიციას, საგადასახადო სამსახურს. ეს ყველაფერი კეთდებოდა ღირსებისაგან დაცლილი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონის, სანიკიძის ხელით და ასევე ავტორიზაციის საბჭოს უღირსი წევრების მიერ.
ამ სასწავლელების განადგურების წინააღმდეგ არაფერი იღონა (უფრო ხელს უწყობდა) მაშინდელმა ბიზნესომბუდსმენმა და დღევანდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ და ორმა დღევანდელმა კარიერისტმა პიროვნებამ, დღევანდელმა ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ უნივერსიტეტში და ყველა ნიუანსი იცოდნენ ზედმიწევნით. სასამართლო სისტემაც ჩართულია მათ დევნაში(მათგან სხვა რამ არც არის მოსალოდნელი). დადგება დრო, ყველა ესენი აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამზე. არაფერია ამ ცხოვრებაში მუდმივი.
ვარ რა ამ უნივერსიტეტის პროფესორი( ისევე როგორც სხვადასხვა დროს ლამის ნახევარი მთავრობა იყო თვით დიდი სოზარ სუბარის ჩათვლით), ვიცი ყველა წვრილმანი და ყველა დანაშაული თუ თაღლითური მცდელობები მის ჩალის ფასად ხელში ჩასაგდებად. მთავრობის დახმარებით ჯერ ეს მოინდომა ბეჟუაშვილმა, ახლა ამას აკეთებს საქართველოს ბანკს ახლახან გამოყოფილი გილაური.
ამდენი ზეწოლის შემდეგ უნივერსიტეტის მესაკუთრეებმა გადაწყვიტეს მისი გაყიდვა (დაემორჩილნენ მთავრობის შანტაჟს), გამოჩნდა სერიოზული ბრიტანული კომპანია, რომელიც განათლების სფეროში მუშაობს. თითქმის ერთი წელია საქართველოს არც წინა და არც ეს მთავრობა არ აძლევს მესაკუთრეებს მისი უცხოელებზე გაყიდვის უფლებას და აიძულებენ მესამედ ფასში მიჰყიდონ საქართველოს ბანკის განაყოფებს.
ყველაფრის საქმის კურსში არიან საელჩოები და მეგობარი სახელმწიფოები. უცხოელების მიერ არაერთგზის გაფრთხილებულია საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც არაფერი იღონა მათ დასაცავად.
ამ სასწავლებლების დახურვა არის თურქეთის მთავრობის მოთხოვნა.
ითვალისწინებს რა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნასთან არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობას, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება აქვს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებს, მაგრამ დღეს, როცა ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და აშკარა ძალადობის გზას დაადგა, მხოლოდ ამ პრობლემის გასაჯაროებითა და საზოგადოების ჩართულობით თუ იქნება შესაძლებელი ამ უკანონობის აღკვეთა.
ხელისუფლება პირველ რიგში უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დამცველი და ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვაიძულთ, რომ მან ეს გააკეთოს“, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი
2 თებერვალი, 2026 , 18:34
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
2 თებერვალი, 2026 , 18:21
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს
2 თებერვალი, 2026 , 18:09
წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
2 თებერვალი, 2026 , 17:56
დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
2 თებერვალი, 2026 , 17:47
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
2 თებერვალი, 2026 , 17:26


