უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2018 14:25
font-size

ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, მოქმედ გამომძიებელთა გადამზადებას და კონკურსის წესით ახალ გამომძიებელთა მიღებას იწყებს. გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა სისტემის გაძლიერების და გამოძიების ხარისხის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ გადამზადების და სტაჟიორების მიღების ეტაპს. სისტემური განახლება არის რეფორმების მთელი პაკეტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია კრიმინალური პოლიციის რეფორმა და საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. ჩვენთვის ეს სისტემური რეფორმების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია, რამაც უნდა უზრუნველყოს კომპეტენციის მაღალი ხარისხი და თითოეული ჩვენი მოქალაქის ნდობისთვის, შესაბამისი საპოლიციო მომსახურება. პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო თანამშრომელთა მიღების წესის შეცვლა.

ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც სისტემაში იწყებს მუშაობას, მისთვის ყველაფერთან ერთად, ვგულისხმობ სოციალური უზრუნველყოფის ნაწილს, კომპეტენცია და განათლების ხარისხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოდიოდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი იმისთვის, რომ სამინისტრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ 1200 გამომძიებლის გადამზადებას სისტემაში.

ეს არის ჩვენთვის ხარისხობრივად ახალი ნაბიჯი. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტის მხრივ, არაფერი გაკეთებულა. ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ ამ მიმართულებით და ხაზგასმით მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც გვაქვს პარტნიორ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მადლობა ჩვენ ამერიკელ კოლეგებს, ევროპელ პარტნიორებს იმისთვის, რომ მთლიანად სისტემური განახლების ფარგლებში გვერდში გვიდგანან. ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე.” - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

1200-მდე მოქმედი გამომძიებელი, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლის და კვალიფიკაციას აიმაღლებს. გადამზადების პროცესში ჩართული არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრენერი-გამომძიებლები სპეციალური კონკურსის გზით შეარჩია. ტრენერებმა მომზადების კურსი გაიარეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - შემოსავლების სამსახური

12 იანვარი, 2026 , 15:34

ყულევის ტერმინალში ტანკერის „NOSTOS“-ის შესვლას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებით ეხმაურება. როგორც უწყება განმარტავს, მიმდინარე წლის 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ლიბე

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

12 იანვარი, 2026 , 10:25

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფ

ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არ შეესაბამება სიმართლეს - ჯანდაცვის სამინისტრო

9 იანვარი, 2026 , 14:58

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად საზოგადოე

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ უწყვეტად, მინიმუმ 6 თვე იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ

9 იანვარი, 2026 , 12:57

1-ელი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ

ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 09:47

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

8 იანვარი, 2026 , 14:01

9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა