უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2018 14:25
font-size

იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირებას აბონენტები ადგილზევე შეძლებენ

21 ნოემბერს, თბილისის იუსტიცის სახლში ახალი სერვისის პრეზენტაცია იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ ირინა მილორავამ გამართეს.

იუსტიციის სახლი კვლავ განაგრძობს სახელმწიფო და კერძო სერვისების დანერგვას, რაც მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ამარტივებს მომსახურების ერთ სივრცეში მიღების პროცესს.

სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურებები. პროექტში იუსტიციის სახლთან ერთად ჩართულია სემეკი, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზების მიზნით, სემეკმა უზრუნველყო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი შვიდი ყველაზე მსხვილი კომპანიის (თელასი, ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი და საქორგგაზი) პროექტში ჩართულობა.

პროექტის ფარგლებში, პირველი სერვისი -აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა - იუსტიციის სახლში 21 ნოემბრიდან დაინერგება. სერვისი გულისხმობს აბონენტის სწორი მონაცემების ასახვას კომუნალური გადასახადების ქვითარში.

სპეციალურად ამ სერვისისთვის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისგან ელექტრონული განცხადების მიღებას; ასევე, მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლას იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის.

თუ აქამდე ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა ვიზიტი მინიმუმ სამ კომპანიაში (მაგ.: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი) გამოცხადება, რათა მატერიალურად შევსებული განცხადების საფუძველზე ქვითარში ძველი მესაკუთრის ნაცვლად დაეფიქსირებინა საკუთარი რეკვიზიტები, მომსახურების იუსტიციის სახლში დანერგვა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დაზოგოს დრო, ხარჯები და ქონების რეგისტრაციის პარალელურად მხოლოდ ერთი განცხადებით მიმართოს 7 სხვადასხვა კომპანიას (თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი) ქვითარში აბონენტის რეკვიზიტების შეცვლასთან დაკავშირებით.

იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირებას აბონენტები 21 ნოემბრიდან იუსტიციის სახლის ოცივე ფილიალში შეძლებენ.

იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - შემოსავლების სამსახური

12 იანვარი, 2026 , 15:34

ყულევის ტერმინალში ტანკერის „NOSTOS“-ის შესვლას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებით ეხმაურება. როგორც უწყება განმარტავს, მიმდინარე წლის 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ლიბე

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

12 იანვარი, 2026 , 10:25

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფ

ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არ შეესაბამება სიმართლეს - ჯანდაცვის სამინისტრო

9 იანვარი, 2026 , 14:58

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად საზოგადოე

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ უწყვეტად, მინიმუმ 6 თვე იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ

9 იანვარი, 2026 , 12:57

1-ელი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ

ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 09:47

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

8 იანვარი, 2026 , 14:01

9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა