კომენტარი
ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას აძლევს - გოგი ენუქიძე
ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას აძლევს, ვისაც უნდა, რომ გრიგოლ ვაშაძე დაინიშნოს პრეზიდენტად. ეს იყო ტერორისტული რეჟიმი, რომელმაც საქართველოში იკადრა უკადრებელი, – განაცხადა სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ, რომელიც სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმის” წევრია.
„მე ამ მოძრაობის სათავეში ვიყავი თავიდანვე, იმის მერე, რაც მოხდა დიდი უბედურება – სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება, ამის შემდეგ კი ჩემი დის, ირინა ენუქიძის. ამ დღიდან მოყოლებული მე მათი წინააღმდეგი ვარ, იმდენად რამდენადაც, ეს იყო , ფაქტობრივად, ტერორისტული რეჟიმი, რომელმაც საქართველოში იკადრა უკადრებელი. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ერი გაენადგურებინა, რომ ერს დაეკარგა ტერიტორიები, ბევრი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ბევრი ახალგაზრდა შეეწირა მათ რეჟიმს. მთელი საქართველო ტრაგიკულ მდგომარეობაში იყო. ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას აძლევს. ვისაც უნდა, რომ გრიგოლ ვაშაძე დაინიშნოს პრეზიდენტად. წარმოუდგენელია ამის ფიქრი, რომ საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰყოფნით ძალა და ენერგია, რომ მას დაუჭირონ მხარი.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათთვის მხარის დაჭერა, იმიტომ რომ ისინი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები. ყველამ, უპირობოდ, მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, არამარტო იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მისი მოწინააღმდეგე მხარე, არამედ იმიტომაც, რომ ის არის ნამდვილად პატრიოტი ადამიანი, მას ნამდვილად უნდა, რომ საქართველო იყოს გამარჯვებული“, – განაცხადა ენუქიძემ.
მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სამართალი ნაწილობრივ დამდგარია.
„რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, ვფიქრობ, ნაწილობრივ დამდგარია ის სამართლიანობა, რაც უნდა დამდგარიყო ამ საქმეზე. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგი ადამიანი კიდევ არ არის დასჯილი, ზოგი გაქცეულია, ისეთები როგორებიც არიან, დათა ახალია, მიხეილ სააკაშვილი. კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ეჭვქვეშ დგას, ისინი უშაულოდ მონაწილეები იყვნენ, თუ არა ამ საქმეში, ესენი არიან თაკო მერაბიშვილი და გურამ დონაძე.
მოღალატე სააკაშვილის გამონათქვამებზე კომენტარებს არ გავაკეთებ. იმდენად რამდენადაც ვთვლი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მას არც სინდისი აქვს, არც ნამუსი, მხოლოდ იმას ლაპარაკობს, რაც მას აწყობს“, – განაცხადა ენუქიძემ.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


