სამართალი
ბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს
ლონდონის სასამართლო ბიძინა ივანიშვილს დაკითხვაზე იბარებს.
საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ლონდონის სასამართლოში ,,ომეგა ჯგუფზე“ შესაძლო ზეწოლის საქმეზე დაკითხავენ.
ივანიშვილმა ლონდონის სასამართლოში უნდა უპასუხოს ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებას და განმარტოს, რისთვის ითხოვდა მისგან 4 მილიონ ლარს.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად ლონდონის სასამართლოში „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებსაც ელოდებიან.
ზაზა ოქუაშვილის ინტერესების დამცველი ლონდნის სასამართლოში, ბრიტანული იურიდიული კომპანია ,,ფილდფიშერის“ ადვოკატი კოლინ გიფსონი ამბობს, რომ სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დიმიტრი ქუმსიშვილი, ანზორ ჩუბინიძე, ლევან ყიფიანი, გიორგი გახარია და ნოდარ ხადური დაიბარეს.
ადვოკატის თქმით, შეტყობინებაზე პასუხი მას მხოლოდ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გასცა.
,,მათგან მხოლდო ერთმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გვიპასუხა, რომელმაც მარტივად მოგვწერა, რომ მას არაფერი ჩაუდენია. ეს დადებით პასუხად არ ითვლება. დანარჩენებისგან კი, საერთოდ არაფერი მიგვიღია.
ახლა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში წარვადგენთ სარჩელს. ჩვენ თანაბრად ვართ დაინტერესებულნი ბიძინა ივანიშვილით და დანარჩენი 5 პირით. იმ მტკიცებულებების მიხედვით, რომელიც ჩემს კლიენტს აქვს, ყველა ეს პირი ჩართულია შეთქმულებაში“, - აღნიშნა კოლინ გიფსონმა.
ადვოკატი ამბობს, რომ თუ ჩამოთვლილი პირები ლონდონის სასამართლოს ჩვენებას არ მისცემენ, მაშინ მათი მტკიცებულებები სასამართლოსთვის ანულირებული იქნება და სახდელი დაედებათ.
,,პროცედურულად ინგლისში სარჩელის შეტანას და მის წარმოებაში მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. ამის შემდეგ დაინიშნება წინასწარი მოსმენები, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს განრიგს. ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, მოსთხოვენ ჩვენების მიცემას. როდესაც დიდ საქმეებზეა საუბარი, უნდა მოგროვდეს მოწმეთა ჩვენებები და მხარეებმაც უნდა წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები, მათ შორის ამ 6-მა პირმაც. ასე რომ, სარჩელი სასამართლომდე ერთ წელიწადში მივა ან შეიძლება ცოტა მეტი დროც დასჭირდეს. სასამართლოს აქვს მოლოდინი, რომ ყველა პირი, ვინც ჩვენებას მისცემს, პროცესს დაესწრება პირადად ან ვიდეოჩართვის სახით ჯვარედინი დაკითხვისთვის. თუ მოწმე არ გამოცხადდება, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას მის მტკიცებულებებზე ან ძალიან მცირე მნიშვნელობა მიანიჭოს.
თუ ამ ადამიანებს სურთ ამ საქმის დაცვა, დაინტერესებულები არიან დასწრებით და ჯვარედინი დაკითხვით, მათ მტკიცებულებებსაც სათანადოდ განიხილავენ. ისინი არ არიან ვალდებულნი დაესწრონ, მაგრამ თუ სურთ ამ საქმის დაცვა, უნდა მისცენ ჩვენება როგორც მოწმეებმა სასამართლოში გამოცხადებით. თუ არ გამოცხადდებიან, მათ სახდელი დაედებათ“, - აცხადებს ადვოკატი.
საკვანძო სიტყვები:
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
30 იანვარი, 2026 , 11:58
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი
30 იანვარი, 2026 , 11:34
შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი - სუს-ი
29 იანვარი, 2026 , 14:48
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
28 იანვარი, 2026 , 21:38
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა - პროკურატურა
28 იანვარი, 2026 , 17:20
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა - პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს
28 იანვარი, 2026 , 12:28


