კომენტარი
ეს ხელფასი, როგორც ამბობენ, `ბენტლის` ერთი საბურავი არ არის - ზაზა ოქუაშვილი (ვიდეო)
ეს ხელფასი, როგორც ამბობენ, "ბენტლის" ერთი საბურავი არ არის - განაცხადა “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ტვ ,,პირველის“ ეთერში ტელეკომპანია "იბერიას" მუშაობის შეჩერებასა და ტელევიზიის თანამშრომლების მხრიდან ანაზღაურების მოთხოვნაზე საუბრისას.
ოქუაშვილი კონკრეტულად იბერია ტვ-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
,,რაც შეეხება ვახო ხუზმიაშვილს, საკმაოდ მაღალანაზღაურებული ადამიანი გახლავთ, დაახლოებით დღგ-თი 6000 ლარს, წელიწადში 72 000 ლარს აღემატება. ეს მინისტრის ანაზღაურებაზე მეტია. მე მესმის, რომ მას ამ ცხოვრებას მიჩვეულს ძალიან დიდი სტრესი ჰქონდა, მაგრამ დაადგა არასწორ გზას. ჩვენი მიმართულებაა, ვინც გააჩერა ტელევიზია, მას მოვთხოვოთ პასუხი, ფერმის კრიმინალები რომ ჰგონიათ თავი, რა უფლებით გააჩერეს ტელევიზია. ეს ხელფასი არ არის ერთი საბურავი ,,ბენტლის,“ როგორც ამბობენ, ცოტა მეტია. ეს არის ნახევარი მილიონი.
,,ომეგა“ ყოველ თვეში იხდის ხელფასს მილიონ 300 ათასამდე. სხვათა შორის, 3 თვე ეს ხელფასები გაიცა. თანხა არ არის, გაჩერებულია.
მე როგორც ბრიტანელმა ინვესტორმა 200 მილიონი შემოვიტანე საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში, მანამდე უფრო მეტი, როგორც ქართველმა ინვესტორმა“, - განაცხადა ოქუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ,,ომეგას“ გადახდილი აქვს ვადაზე ადრე თანხა იმისთვის, რომ აქციზური მარკები მიიღოს, თუმცა ჯერაც არ შეუსრულებია მთავრობას ეს პირობა.
,,მინისტმმა ნება იბოძოს, კანონი შეასრულოს. ,,ომეგა“ იხდის მიმდინარე გადასახადებს ვადაზე ადრე. წინა თვისა ვადაზე ადრე არის გადახდილი და ეკუთვნის მარკები, არ აძლევენ“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


