კომენტარი
ადამიანს, რომელმაც მე მიღალატა და ჩემს შვილს უღალატა, ვერ დავუჭერდი მხარს - ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძემ საკუთარი არჩევანი დიდ დიღომში #38 საარჩევნო უბანზე გააკეთა. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა საარჩევნო უბანზე დედასთან ერთად იმყოფებოდა.
ზაზა სარალიძემ მოუწოდა მოქალაქეებს გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. მისივე თქმით, ის არასდროს დაუჭირეს მხარს იმ კანდიდატს, რომელიც დაპირდა მას შვილის მკვლელის დასჯას, თუმცა დატოვა ის კომისია, რომლის წევრიც იყო.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევანს ვაკეთებ. დავდიოდი არჩევნებზე მანამდეც ოღონდ ბიულეტენს ვაუქმებდი. ამ შემთხვევაში, ადამიანს რომელმაც მე მიღალატა და ჩემს შვილს უღალატა, იმას ვერ დავუჭერდი მხარს. არასდროს არ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ მისი თხოვნა გამეთვალისწინებინა, რომელმაც ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და კომისია დატოვა, სადაც მისი სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


