რეგიონები
აბაშაში საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ხმის მიცემის კაბინაში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე უწყებაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით.
„მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, აბაშაში, მეათე უბანზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეყვა და ბიულეტენზე საარჩევნო ნომერი მოუხაზა.
საკვანძო სიტყვები:
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა
28 იანვარი, 2026 , 11:47
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს
27 იანვარი, 2026 , 15:35
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07


