კომენტარი
არსებული წესის შესრულებაში საკონსულო დეპარტამენტის დადანაშაულება რბილად რომ ვთქვათ, არარელევანტურია - საგარეო უწყებაში გიგი უგულავას უპასუხეს
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მიერ გამოთქმული ბრალდებები საზღვარგარეთ ხმის მიცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
„განცხადება გაკეთდა და გიგი უგულავამ დაადანაშაულა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი. კერძოდ, საუბარი იყო არსებულ წესზე, როდესაც მოქალაქეები, რომლებსაც მხოლოდ გარკვეული ვადით შეუძლიათ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, ვერ ახერხებენ ხმის მიცემას. მინდა, შევახსენოთ, საქართველოს საარჩენო კოდექსით განსაზღვრულია საზღვარგარეთ ამომრჩეველთა სიების ფორმირების წესი, კონკრეტულად, ის ნაწილი, სადაც საუბარია 20-დღიან პერიოდზე სიების გადაცემასა და არჩევნების თარიღს შორის. მოგეხსენებთ, რომ საგარეო უწყება და შესაბამისად, საკონსულო დეპარტამენტი არ შეიმუშავებს ასეთი დონის საკანონმდებლო დოკუმენტებს. ის თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა მიღებული და არსებული წესის შესრულებაში საკონსულო დეპარტამენტის დადანაშაულება რბილად რომ ვთქვათ, არარელევანტურია”, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხმის მიცემა საფრანგეთში მოუწია.
„საკონსულო წესების მიხედვით ადამიანი 2 კვირით ადრე უნდა გავიდეს ქვეყნიდან, რომ იქ სიაში მოხვდეს! რომელი საუკუნეა, ან ვინ გადის ქვეყნიდან ამდენი ხნით ან რატომ უზღუდავთ ადამიანებს კონსტიტუციურ უფლებას?! ონლაინრეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, კომისიის წევრად დავრეგისტრირდი, რომ ხმა მიმეცა. აი თუ ვინმეა წარსულში ჩარჩენილი, საგარეოს საკონსულო დეპარტამენტი“, - აცხადებს გიგი უგულავა.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


