უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 იანვარი, 2019 16:47
font-size

ნურავის ნუ ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა - ეკა ბესელია

ნურავის ნუ ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტარი ეკა ბესელია მოსამართლეების ნაწილის იმ განცხადებას, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ გარკვეული პირები მათ დამოუკიდებელი საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ.

ბესელიას თქმით, სასამართლო სისტემა არავის პირადი სივრცე არ არის და მართლმსაჯულება არის საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციური უფლების ნაწილი.

„ბოლო დღეებში ისმის განცხადებები, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლობას იცავენ და თითქოს, ვინმე ცდილობს, მათ დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევას. ნათლად მინდა, ვთქვა, ჩვენ ვიცავთ თავად სასამართლოს დამოუკიდებლობას ჩვენი ამ ბრძოლით. არავინ არ აპირებს სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევას. მე მივესალმებოდი და გამიხარდებოდა, თუ იმ სასტიკი რეჟიმის დროს მოსამართლეები დამოუკიდებლობაზე ხმას ამოიღებდნენ და ამას საკუთარ გადაწყვეტილებებში ასახავდნენ.

ნურავის ნუ ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა. ვიღაცას შეიძლება, განცდა აქვს, რომ მის სახლში შევდივართ, ეს არავის პირადი სივრცე არ არის. ქართული მართლმსაჯულება არის საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციური უფლების ნაწილი, რომ განახორციელოს სამართლიანი სასმართლოს უფლება ყველა დონეზე. ამას ვიცავთ ჩვენ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

28 იანვარი, 2026 , 16:16

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართ

როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი

27 იანვარი, 2026 , 13:22

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მ

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია

26 იანვარი, 2026 , 21:47

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია. შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია&n

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე

26 იანვარი, 2026 , 17:53

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს ქსელურმა მაღაზიებმა, ისინი კარნახობენ ბაზარს პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - ამის შესახებ  კომპანია „ფრ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი

26 იანვარი, 2026 , 17:46

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორის ნაყოფი

არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი

26 იანვარი, 2026 , 17:42

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, პირველ რიგში, რომ არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი