კომენტარი
ესპანურ მხარეს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ქართულ მხარესთან არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს - დავით ზალკალიანი
ჩვენ ვუფრთხილდებით ვიზალიბერალიზაციის მონაპოვარს და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელმაც ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა.
ზალკალიანის განცხადებით, ესპანურ მხარეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ქართულ მხარესთან თანამშრომლობის კუთხით და მეტიც, მათი მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
„შეხვედრაზე პოზიტიურად იქნა შეფასებული ის ქმედებები, რაც ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადაიდგა ქართული მხარის მიერ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა რეადმისიის ვალდებულებების შესრულების მხრივ. შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ საკითხებზე.
ჩვენ გვაქვს ერთობლივი გეგმები და მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში თანამშრომლობის კუთხით არანაირი პრეტენზია ესპანურ მხარეს არ გამოუთქვამს, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას და ის მონაპოვარი, რაც გაგვაჩნია უვიზო მიმოსვლის სახით, იქნება შენარჩუნებული და გაფრთხილებული, რადგან ამას აქვს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო უფრთხილდება“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანეთის შს მინისტრთან შეხვედრის შეფასებისას.
მისი თქმით, ამ საკითხებზე საქართველო ასევე აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრს ყველა ქვეყანასთან.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ესპანეთის თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში, რასაც ესპანეთის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა.
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


