მსოფლიო
ისრაელში დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა, ქართული დიასპორული ორგანიზაციის საკვირაო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა.
ღონისძიებაზე საქართველოს კოსნულმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კოსნულმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა დიასპორული ვებ-პორტალის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა. საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ აღნიშნულ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.
დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - დონალდ ტრამპი
30 იანვარი, 2026 , 09:53
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
26 იანვარი, 2026 , 09:30
საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ
22 იანვარი, 2026 , 12:15
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა
21 იანვარი, 2026 , 11:55
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს
21 იანვარი, 2026 , 10:28
ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო
20 იანვარი, 2026 , 10:28


