კომენტარი
ცრუ განცხადებებთან და ცრუ ომთან დაკავშირებით ჩვენი რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი - გიორგი მიქაუტაძემ
განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, თითქოს სასამართლოდან მოხდა რაღაც დაცული ინფორმაციის გაჟონვა, ეს არის სიცრუე, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის სასამართლოდან შესაძლო გავრცელებაზე კომენტირებისას.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ცილისწამება და ცრუ ფაქტების შემცველი განცხადება გავიგეთ. ზუსტად ასეთ განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაშიც, თითქოს სასამართლოდან მოხდა რაღაც დაცული ინფორმაციის გაჟონვა, თუ მიზანმიმართული გავრცელება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის სიცრუე და ამ განცხადების ავტორმა ყველაზე კარგად იცის, რომ ეს არის შეთხზული ტყუილი, მიზნად ემსახურება კონკრეტული პირების კონკრეტულ მიზნებს, რომელზეც ახლა არ დავიწყებ განხილვას. მინდა, ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, რომ თუ ამ დანაშაულის გახსნა სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, ძალიან მარტივია გადამოწმდეს ის, რომ პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების ლუქები, რომელიც ედო ამ საიდუმლო მასალებს, დღემდე ხელუხლებელია და პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს ეს მტკიცებულებები, ელემენტარულად, არ გაუხსნია და არ გამოუკვლევია. ვერავინ მეტყვის, რომ ერთხელ მაინც მოხდა იმის პრეცედენტი, რომ სასამართლოდან მსგავსმა ინფორმაციამ გაჟონა. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება რომ ეს ახლა მოხდა. ასეთ ცრუ განცხადებებთან და ცრუ ომთან დაკავშირებით ჩვენი რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


