კომენტარი
პოლიტიკური პიარისა და ისრების გადასატანად ხდება ეს ყველაფერი - ბოკერია კადრების გავრცელებაზე
ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.
"ამ ხელისუფლებას ნდობა აქვს ნულოვანი ამ საკითხში. იმიტომ, რომ წლებია გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის პოლიტიკურ საჯარო ცხოვრებაში გამოყენება. ეს გამოყენება ემთხვევა ხოლმე უმრავლესობის, მთავრობის და ივანიშვილის მხრიდან, მისი რომელიმე გუნდის წევრის შერისხვას. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ იდგა ამ საზიზღარი მანქანის უკან და ახლა როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ჩვენ ვიღებთ რეაქციას, რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ხდება და ეს რა თქმა უნდა ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ უბრალოდ პოლიტიკური პიარისა და ისრების გადასატანად ხდება ეს ყველაფერი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც,“-აცხადებს გიგა ბოკერია.
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


