რეგიონები
ამხანაგობა „აქოლისი“ - მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის) შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შესწავლა-შეფასება დაასრულა.
უწყების ცნობით, კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა ამხანაგობა „აქოლისი“, რომელშიც დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული რვა საპროექტო ჯგუფია გაერთიანებული.
UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.
„უსისტემო და ქაოტური ქალაქგანვითარების თავიდან აცილების მიზნით, UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავებული იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მის სიცოცხლისუნარიანობის განვითარებას“, – აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით კონკურსი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა
28 იანვარი, 2026 , 11:47
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს
27 იანვარი, 2026 , 15:35
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07


